UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

პროექტის ჯგუფი, სასწავლო ტურის ფარგლებში, ბუდაპეშტსა და ზაგრებში, მდინარე სავას აუზის მმართველ კომისიასთან ერთად, ამ მდინარის აუზს ესტუმრა

UNDP-GEF მტკვარი II პროექტის გუნდმა, მდინარე სავას კომისიასთან ერთად, ტური დაგეგმა. დელეგაციაში შედიოდა ოთხი მონაწილე პროექტის გუნდის წევრებიდან და ექვსი მონაწილე - თითოეული ქვეყნიდან.

სასწავლო ტური  2019 წლის 8 აპრილს, ბუდაპეშტიდან დაიწყო. ტურის ფარგლებში, UNDP-GEF მტკვარი II პროექტის დელეგაცია ხორვატიის ქალაქ ზაგრებს და სლოვენიის ქალაქ ლუბლიანას ესტუმრა. გუნდს შესანიშნავი პრეზენტაცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაფართოვდა მდინარე დუნაის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია, ამდენი ქვეყნის მონაწილეობისა და ჩართულობის წყალობით. დელეგაცია შეხვდა სამუშაო ჯგუფის ლიდერებს მდინარე დუნაის წყლის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით და გაიგო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ქვეყნები წყალდიდობისა და წყლის ხარისხის მართვისთვის. 


UNDP-GEF მტკვარი II პროექტის დელეგაციის სასწავლო ტურით ლონსკო პოლეს ეროვნულ პარკშიც გაგრძელდა. ეს პარკი უზარმაზარი ორივე ქვეყნის მართული ტერიტორიაა, რომელიც მეწყრისგან დამცავი მექანიზმია და რამსარის კონვენციით არის დაცული.  წყალდიდობის დროს  პარკის ტერიტორია ერთგვარ წყლის შემაკავებელ რეზერვუარს წარმოადგენს: როდესაც მდინარე სავა დიდდება, წყალი სწორედ ამ პარკში გროვდება, რომელიც ვაკე ადგილია; იქვე ახლოს გაშენებული სოფლები კი დაცულია წყალდიდობისგან. 


ტურის მონაწილეებმა ბევრი რამ გაიგეს ამ პარკის მართვის ფარგლებში ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ და ბევრ ახალ იდეასაც ჩაეყარა საფუძველი.