პროექტის რეგიონულ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა

ამ შეხვედრამ თავი მოუყარა აზერბაიჯანსა და საქართველოში წყლის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, რათა მათ ერთობლივად განეხილათ ის, თუ როგორ უნდა მიიღწეს პროექტის მდგრადობა მას მერე, რაც ის ოფიციალურად დამთავრდება; პროექტის ეროვნული წარმომადგენელი სამინისტროები, წყლის ხარისხზე, რაოდენობაზე, მიწისქვეშა წყლის რესურსებზე მომუშავე სპეციალისტები, მუნიციპალური წყლის მიმწოდებელი კომპანიები, წყლის რეზერვუარების თემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი და სხვა რელევანტური მხარეები შეურთდნენ ამ შეხვედრას.
პროექტის ფარგლებში, არაერთი ინიციატივა წამოვიწყეთ, რომელიც ინფორმაციის გაზიარებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობისკენ იყო მოწოდებული, მათ შორის იყო რეგიონული მუშა ჯგუფები წყლის რაოდენობასა და ხარისხზე, მდინარის გარემოსდაცვით ხარჯზე; იყო სადემონსტრაციო პროექტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ქვეყნების დაახლოებას და რომლის შენარჩუნებაც აუცილებელია მას მერე, რაც პროექტი დამთავრდება. შეხვედრის პირველ ნახევარში მონაწილეებმა ისაუბრეს აქამდე მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და წარადგინეს იდეები, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს წამოწყებული საქმიანობა. მათ ღირებული იდეები გაუზიარეს საკონსულტაციო ჯგუფს. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ეს დისკუსია ეროვნულ დონეზეც განიხილებოდა და შესაბამისი გზამკვლევიც მომზადდებოდა.