UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წყლის რაოდენობრივ მენეჯმენტზე

2019 წლის 19 სექტემბერს UNDP-GEF მტკვარი II პროექტის რეგიონულ სამუშაო ჯგუფს წყლის რეოდენობრივი მენეჯმენტზე რიგით მესამე შეხვედრა ჰქონდა

ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა საკუთარი ქვეყნის მიწისქვეშა და ზედაპირული წლების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს იმ ინსტრუქციის მიხედვით, რაც მათ საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღეს. ამ ინსტრუქციების მიხედვით, ქვეყნებს ასევე ევალებოდათ პრობლემის ტრანსასაზღვრო ჭრილში განხილვა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეების მზაობის დონის დადგენა და მათი ეროვნული მოხსენებების გაუმჯობესება წყლის რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მდინარე მტკვრის აუზის შესახებ რეგიონული ანგარიშის ნაწილი  იქნება.


პრეზენტეციების შემდეგ, პროექტის უფროსმა ექსპერტმა რეგიონულ სამუშაო ჯგუფს წარუდგინა პროექტის მიმდინარეობის ეტაპები და ის წარმატებები, რაც სხვა სამუშაო ჯგუფს ჰქონდა. თავიდან დადგენილი იყო, რომ ამ სამუშაო ჯგუფს ოთხი შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა, პროექტის გაგრძელების გამო, ხუთი შეხვედრა იქნება შესაძლებელი, თანამშრომლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე.