UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

8-10 ივლისს, აზერბაიჯანში, პროექტ UNDP-GEF მტკვარი II-ის მმართველი კომიტეტი მესამედ შეხვდა

შეხვედრა აზერბაიჯანის გარემოს დაცვის მინისტრმა, მუხტარ ბაბაევმა, გახსნა და მადლობა გადაუხადა გუნდს და კონსულტანტებს იმ სამუშაოსთვის, რაც მათ გასწიეს გარემოს დაცვისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. UNDP-ს მუდმივი წარმომადგენელი აზერბაიჯანში, ალესანდრო ფრაკასეტი და მმართველი გუნდის მოადგილე ვლადიმირ მამაევიც შეუერთდნენ გახსნის ცერემონიალს და მიესალმნენ მონაწილეებს.  შეხვედრას პროექტის ეროვნული პასუხისმგებელი პირები, UNDP-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი საკითხების ექსპერტები ორივე ქვეყნიდან, პროექტის შუალედური შემფასებელი და პროექტის გუნდი დაესწრო.


ამ შეხვედრის ფარგლებში, პროექტის საბჭოს წარმომადგენლები გაეცნენ მის მიმდინარეობას, გასული წლის მიღწევებს და დაამტკიცეს მომავალი წლის ბიუჯეტი. საბჭოს წევრებმა პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის ანგარიში, კომუნიკაციების სტრატეგია და ბიუჯეტის გეგმაც განიხილეს. ამასთან ერთად, პროექტის შუალედური შემფასებლის ანგარიშიც წარუდგინეს საბჭოს, რომელმაც პროექტის მომავალი 6 თვის განმავლობაში გაგრძელების (2021 წლის თებერვლამდე) რეკომენდაცია გასცა, რაც საბჭომ დაამტკიცა.  


სამდღიანი შეხვედრის გახსნა  პროექტის დროს წარმოქმნილ გამოწვევებს, ინდიკატორების განახლებასა და დაგეგმილ თანამშრომლობას შეეხო.