UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

ბაქოში წყლის ეკონომისტებისა და მელიორების პროფესიული დღე აღნიშნეს

06 ივნ 2017

2017 წლის 5 ივნისს ბაქოში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა, რომელიც წყლის ეკონომისტებისა და მელიორების პროფესიულ დაფასებას მიეძღვნა. კონფერენცია სააქციო საზოგადოება "აზერსუმ" და სააქციო საზოგადოება "მელიორაციისა და წყლის ეკონომიკის კომპანიამ" ჩაატარეს.

ეს დღე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 14 მაისიდან აღინიშნება. 

სააქციო საზოგადოება "აზერსუსა" და სააქციო საზოგადოება "მელიორაციისა და წყლის ეკონომიკის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ასისტენტმა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის დარგში, პარლამენტის წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანში წყლის რესურსების მენეჯმენტის ისტორია და ეკონომიკური ასპექტები განიხილეს. მათ პატივისცემით მოიხსენიეს ის სპეციალისტები, რომლებსაც ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით.


ორივე სააქციო საზოგადოების კომპანიის თანამშრომელ სპეციალისტებს წყლის მენეჯმენტში გაწეული ღვაწლისთვის ღირსების ჯილდოები გადასცეს.