ჩატარდება ვებინარი, რომელიც მდინარე მტკვრის აუზში წყლის დაბინძურების შემცირებას ემსახურება

23 სეტემბერს, 10:30 წუთზე დაიწყება 2-საათიანი ვირტუალური ვებინარი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, რომელიც იმ ბიზნესების გეგმების დეტალურ წინარე გარემოსდაცვით შეფასებას წარმოადგენს, რომელთა საქმიანობა გარემოს აბინძურებს, მაგრამ რომლებსაც ასევე ყველაზე მეტად სურთ გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება.
წყლის დაცვა დაბინძურებისგან მისი ეფექტური მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გვალვების დროსაა. UNDP-GEF მტკვარი II პროექტმა საქართველოში მდინარე მტკვრის დაბინძურების ორი მთავარი წყარო იპოვა: ესენია მეფრინველეობა და სასაკლაოების ბიზნესი. ეროვნულმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ამ ორი სექტორის დეტალური გარემოსდაცვითი შეფასება შეადგინეს და ამ სფეროებისთვის წყლის დაბინძურების შემცირების გეგმები შეიმუშავეს.
ამ პროექტის ფარგლებში ასევე შედგა გარესმოსდაცვითი შეფასებისა და ხარჯისა და სარგებლიანობის დეტალური ანალიზი ერთი ისეთი კომპანიისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა საკუთარ კომპანიაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება.
23 სეტემბერს, 10:30 წუთზე დაიწყება 2-საათიანი ვირტუალური ვებინარი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, რომელიც ამ კვლევების შედეგებს წარმოადგენს. მიწვეულ მხარეებს შორის არიან პოტენციური დამფინანსებლები და ბიზნესები, რომლებსაც, კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, წყლის დაბინძურების შემცირების მიზნით გარკვეული სინერგიული პროექტების განხორციელება სურთ, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი მდგომარეობის გამოსწორება იქნება.
ამ ვორქშოფზე კომპანიებს მიეცემათ საშუალება, გააუმჯობესონ გარემოსდაცვითი მდგომარეობა და შეუსაბამონ ის ეროვნულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და რეგულაციებს. ვორქშოფი ასევე იქნება პლატფორმა, სადაც პოტენციური დონორები გაიცნობენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ.
ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ დაუკავშირდეთ მაკა ჯულაქიძეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Maka.Julaqidze@undp.org