UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მზის პანელის გახსნა კრწანისის პარკში

30 ოქტ 2020

თბილისი, საქართველო - 2020 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრომ და საქართველოს ველური ბუნების სააგენტომ საზოგადოებასა და მედიას მზის ახალი ელექტროსადგური წარუდგინა, რომლებიც პარკში რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა. 

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, ველური ბუნების სააგენტოს დირექტორი, რევაზ ბეჟაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამისა და გარემოს საერთაშორისო ფონდის მტკვარი II პროექტის ეროვნული კოორდინატორი, მაკა ჯულაყიძე. მხარეებმა პროექტის დეტალები განიხილეს და მომავალში თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

მინისტრმა დავითაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი  პარკების გამოცოცხლება, რადგან თბილისელებს და მის შემოგარენში მცხოვრებლებს ნამდვილად აკლიათ მწვანე სივრცეები და სამინისტრო მომავალშიც მზად არის, ასეთი პროექტები განიხილოს და საერთაშორისო დონორებთან ერთად განახორციელოს.

100-კილოვატიანი მზის პანელი ამ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანი კრწანისის პარკში სიტუაციის გამოსწორებაა. კრწანისის პარკი თბილისსა და რუსთავს შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი ფართობია 210 ჰექტარი, რომლის განვითარებაზეც მდინარე მტკვირდან ქვიშა-ხრეშის ამოღებამ ცუდი გავლენა მოახდინა.

მზის ელექტროსადგური გაეროს განვითარების პროგრამისა და გარემოს საერთაშორისო ფონდის მტკვარი II პროექტმა დააფინანსა. ის პარკს მწვანე ენერგიის საშუალებით გაანათებს და  რაც მთავარია ის მოემსახურება წყლის სატუმბ სადგურს, რომლითაც წყალი მდინარე მტკვრიდან 8 ტბაში გადაიქაჩება, რომლებიც თავის დროზე მტკვარს გამოეყო, ქვიშა-ხრეშის ამოღების გამო.  ასევე მოირწყვება პარკის 50 ჰექტარი ტერიტორია: ის ხეები, რომლებსაც წყალი გადაუდებლად სჭირდება.

კრწანისის პარკის აღდგენის  ფარგლებში, მიწისქვეშა წყლის სისტემა აშენდება, რომელიც წყალს მიაწყვის სათევზე მეურნეობას. ლიფსიტებს ჯერ ამ სისტემაში გაზრდიან, შემდეგ კი 8 ტბაში გაუშვებენ.

პროექტის საერთო ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამისა და გარემოს საერთაშორისო ფონდის მტკვარი II პროექტი გადაიხდის. საერთაშორისო ექსპერტი, რომელმაც პარკი შეისწავლა, ამბობს, რომ ამ პროექტის ყველა კომპონენტის აღსრულების შემდეგ, ტყეც აღდგება და შენარჩუნდება და ტბებში თევზებიც მოშენდება, აღდგება ეკოლოგიური ბალანსი.  ექსპერტის თქმით, წყალი, რომელსაც მდინარე მტკვრიდან ამოიღებენ, ყოველდღიური გარემოსდაცვითი ხარჯის მხოლოდ 0.14% იქნება და ის ცუდ გავლენას არ მოახდენს მდინარის ეკოსისტემაზე.