პირველი აკვაპონიკური ცენტრი რეგიონში

ამ პროექტის ინიციატორია პროექტი UNDP-GEF მტკვარი II. აკვაპონიკური ცენტრი აზერბაიჯანში დამონტაჟდა.
აკვაპონიკის მშენებლობა ითვალისწინებს თევზისა და მცენარეების ერთად გაზრდა-გახარებას, რომლებიც ერთ ეკოსისტემაში არის მოთავსებული და ბუნებრივ ბაქტერიულ ციკლს იყენებს თევზის ნარჩენების მცენარისთვის საკვებ ნივთიერებად გარდასაქმნელად.
აკვაპონიკური სისტემების მშენებლობა არა მხოლოდ ეკო-მეგობრული და მდგრადია, არამედ მოაქვს საკვების უსაფრთხოება და ქმნის მდგრად სასიცოცხლო გარემოს, ასევე მომგებიანია კომერციულად და კარგი შესაძლებლობაა ბიზნესებისთვის - განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეკოსისტემები და ბუნებრივი რესურსები - წყალი და ნიადაგი - იწურება და ფართობის მიხედვით ვიწროვდება.
სწორედ ამ მიზნით, UNDP-GEF მტკვარი II პროექტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “International Dialogue for Environmental Actions”-თან ერთად, აკვაპონიკური სისტემის აშენება დაიწყო აზერბაიჯანში, რათა პრომოუშენი გაუწიოს ამ ტექნოლოგიას, გადაამზადოს ფერმერები და მეთევზეები, რაღა ასწავლოს მათ, როგორ გამოიყენონ ეკნოომიურად და მდგრადად ის მიწა და წყალი, რას აქვთ. წყლის გამოყენების ეფეტურობა აქვაპონიკურ სისტემაში 90%-ია და წყლის დანაკარგები 90%-ით მცირდება.