UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

საერთაშორისო საბავშვო ხელოვნების კონკურსი წყლის შესახებ

15 აპრ 2020

UNDP-GEF მტკვარი II პროექტი გიწვევთ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2020 წლის 5 მაისს გაიმართება ჩვენი სოციალური მედიის გვერდებზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 აპრილი, 2020

ინფორმაცია პროექტ UNDP-GEF მტკვარი II-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებგვერდზე www.kura-river.org. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გადმოიწერონ და წაიკითხონ დამხმარე სასწავლო მასალა "მტკვრის სკივრი" - https://kura-river.org/library/kura-box-dd8a და დააფუძნონ თავიანთი ნამუშევრები მოცემულ თემებს ან დამატებით წყლის სხვა სპეციფიკურ საკითხებს, რომლებიც ყველაზე მნიშნელოვნად მიაჩნიათ.

მხარდამჭერები:

  • აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • UNDP აზერბაიჯანი
  • UNDP საქართველო
  • არასამთავრობო ორგანიზაცია “გარემო და განვითარება”
  • აზერბაიჯანის ხელოვნების საბჭო

ჟიურის წევრები:

  • დოქტორი ვლადიმერ მამაევი, UNDP/GEF რეგიონული გუნდის ლიდერი და რეგიონული ტექნიკური მრჩეველი
  • დოქტორი მერი მეთიუსი, პროექტის მთავარი ტექნიკური მრჩეველი
  • ქ-ნი მარიამ მაკაროვა, წყლის სამმართველოს უფროსი, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ქ-ნი საიარა მამადოვა, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკოლოგიური განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
  • ბ-ნი ნაზიმ მამადოვი, პროექტ NAMA-ს პროექტების მენეჯერი
  • ბ-ნი კახაბერ ბახტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "გარემო და განვითარება" დამფუძნებელი და საბჭოს წევრი
  • ბ-ნი დადაშ მამადოვი, აზერბაიჯანის ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი

როგორ მივიღოთ მონაწილეობა:

  • თქვენ ქმნით ხელოვნების ნიმუშს თემებზე დაფუძნებით. ნამუშევარი უნდა იყოს მხოლოდ თქვენი და არ უნდა წარმოადგენდეს სხვის საკუთრებას;
  • ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული, წიგნში ან ვებგვერდზე;
  • გადაიღეთ კარგი ფოტო ან დაასკენერეთ ნამუშევარი;
  •  ნამუშევარი გაააგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე : sona.guliyeva@undp.org
  • მოგვწერეთ ნამუშევრის სათაური; ავტორის სახელი და გვარი; ასაკი; სქესი; საფოსტო მისამართი; ქვეყანა; ელ.ფოსტის მისამართი; ტელეფონი ან ფაქსი. (კლასებისთვის, ჯგუფებისთვის და  საგანმანათლებლო  დაწესებულებებისთვის) სკოლის სახელი და მისამართი, მასწავლებლის სახელი და გვარი;
  •  ერთ ადამიანზე მიიღება მხოლოდ ერთი განცხადება.

ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის  წესები და პირობები

მონაწილე: ხელოვნების სკოლის მოწაფეები, ხელოვნების სკოლები, სახვითი ხელოვნების სტუდიები, ხელოვნების კლუბები და ინდივიდუალური მოყვარული მონაწილეები.

ასაკი: კონკურსი ღიაა 6-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის მთელი მსოფლიოდან.

თემები:

  • წყალი;
  • წყლის კონსერვაცია;
  • წყლის დაბინძურება;
  • სიცოცხლე წყალში / ეკოსისტემა;
  • წყლის ციკლი;
  • წყალი და კლიმატის ცვლილება;
  • წყალთან დაკავშირებული სხვა საკითხები

სტილი და ზომა:

  • გრაფიკა
  • ფერწერა (აკვარელი, გუაში, აკრილი)

ზომები: A3 = 29,7 x 42 სანტიმეტრი (11,69 x 16,53 დუიმი) ან უფრო პატარა.

სამართლებრივი საკითხები:

  • მონაწილეები კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებენ საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშანს და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებებს.
  • გამარჯვებულებს ჟიური შეარჩევს 3 ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: 6-9, 10-12, 13-15, 16-17, თითო გამარჯვებული თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში.
  • გამარჯვებული ნამუშევრები შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვა პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა შემოქმედების პოპულარიზაციას.
  • განაცხადის წარდგენით, თითოეული კონკურსანტი და მისი მშობელი/კანონიერი მეურვე თანხმდებიან რომ: მათ წაიკითხეს, ესმით და/ან შეასრულებენ ამ ოფიციალურ წესებს, იმდენად, რამდენადაც ეს ნებადართულია კანონით; განაცხადებენ თანხმობას იმაზე, რომ ორგანიზაციის კომიტეტის მიერ რეკლამირების და პოპულარიზაციის მიზნით,  გამოყენებული იყოს მონაწილის სახელი, ან/და ბიოგრაფიული მონაცემები, შემდგომი თანხმობის, კომპენსაციის ან დამტკიცების გარეშე.
  • ყველა ნამუშევარი წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2020 წლის 26 აპრილისა. ხელოვნების კონკურსის შედეგების შესახებ შეტყობინება: მონაწილეები მიიღებენ ჯილოდებს და დიპლომების 2020 წლის მაისში. გამოფენა გაიხსნება 2020 წლის 5 მაისს, ვირტუალურად, შემდეგ ვებგვერდზე www.kura-river.org 

ჯილდოები (დაჯილდოების შესახებ):

  • გამარჯვებულების დიპლომები (ყველა გამარჯვებულს გადაეცემა დიპლომი)
  • მონაწილეობის დიპლომები (ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი)
  • სხვადასხვა მედია პლატფორმაზე პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ნამუშევრების განთავსება და პოპულარიზაცია

პროექტის საკონტაქტო პირი: 
Ms. Sona Guliyeva / ქ-ნ სონა გულიევა

რეგიონალური კომუნიკაციის მენეჯერი

sona.guliyeva@undp.org

skype: sona.guliyeva

www.kura-river.org

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) (www.thegef.org) აერთიანებს 183 წევრ ქვეყანას - საერთაშორისო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანაზიციების და საჯარო სექტორთან თანამშრომლობის მეშვეობით უზრუნველყოფს გლობალურ გარემოსდაცვით და მდგრადი განვითარების სარგებელს. როგორც ფინანსურად დამოუკედებელი ორგანიზაცია, GEF-ი  გასცემს გრანტებს ბიომრავალფეროვნებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, საერთაშორისო წყლებთან, მიწის დეგრადაციასთან, ოზონის ფენასთან და მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებთან დაკავშირებული პროექტებისთვის. 1991 წლიდან, GEF-მა გრანტების სახით 12,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გრანტი გასცა, ასევე, უზრუნველყო 3,690 პროექტის თანადაფინანსება 585 მილიარდი აშშ დოლარის   ოდენობით 165 განვითარებად ქვეყანაში. მცირე საგრანტო პროგრამის (SGP) მეშვეობით, GEF– მა გამოყო 20,000-ზე მეტი გრანტი, რომელიც დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციებისთვის.

GEF-ის საერთაშორისო წყლების (IW) პროგრამა მიზნად ისახავს ტრანსსასაზღვრო წყლის სისტემების (მდინარის აუზები, ტბები, მიწისქვეშა წყლები და დიდი საზღვაო ეკოსისტემები) კონსერვაციას და მდგრად გამოყენებას. IW პროგრამის პორტფოლიო მოიცავს 242 პროექტს, GEF-მა გრანტის მეშვეობის 149 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიციას მოახდინა 149 ქვეყანაში, რაც $ 8,4 მილიარდი აშშ დოლარის თანადაფინანსებას მოიცავს.

UNDP-GEF მტკვარი II „ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის დანერგვა მდინარე მტკვარის აუზის გასწვრივ, ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების შესახებ შეთანხმებული მოქმედებების და ეროვნული გეგმების განხორციელების გზით“ პროექტი მიზნად ისახავს  საქართველოსა და აჯერბაიჯანის სამინისტროების დონეზე სტრატეგიული სამოქმედო გეგმის  (SAP) განხორციელებას. სტრატეგიული სამოქმედო გეგმა მოიცავს ოთხ (4) ძირითად ეკოსისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიზანს (EQO), მათ შორის:

• წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების მიღწევა, წყლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეკოსისტემის სერვისების შენარჩუნების გზით;

• წყლის ხარისხის უზრუნველყოფა ახლანდელი და მომავალ თაობებისთვის და მდინარე მტკვრის აუზში ეკოსისტემური ფუნქციების შენარჩუნება;

•  მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ ეკოსისტემების ისეთივე სტატუსი/მდგომარეობა, რომლის საშუალებითაც ისინი უზრუნველყოფენ არსებულ გარემოსდაცვით და სოციალურ-ეკონომიკურ სერვისებს მდინარე მტკვრის აუზში;

• წყალდიდობებისა და კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედებების შემსუბუქება ინფრასტრუქტურაზე, მდინარის ეკოსისტემებზე და თემებზე.

GEF ხელს შეუწყობს პრიორიტეტულ აქტივობებს ამ მიზნების მისაღწევად. GEF– ის მიერ დაფინანსებული სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროექტს აქვს შემდეგი მიზანი - მდინარე მტკვრის აუზში წყლის რესურსების მართვის ინტეგრირება წყალი-ენერგეტიკა-საკვები-ეკოსისტემების უსაფრთხოების მიწოდების საკითხებში, სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაში (SAP)  შეთანხმებული მოქმედებების განხორციელების გზით,

ქვეყნებისთვი მიზნის მისაღწევად არის გათვალისწინებილი ხუთი (5) კომპონენტი.

ესენია:

• პროექტის კომპონენტი 1: მდინარე მტკვარზე ინტეგრირებული წყლის რესურსების ინსტიტუციური მართვის ლეგალური ეფექტური პროტოკოლების შექმნა და მხარდაჭერა ადგილობრივ, ეროვნულ და ტრანსსაზღვრო დონეებზე;

• პროექტის კომპონენტი 2: მულტი-სექტორული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის კუთხით ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და გაზრდა მდინარე მტკვრის აუზში;

• პროექტის კომპონენტი 3: ზეწოლისა და დატვირთვის შემცირება მდინარის აუზის კრიტიკულ ზონებში და კვლევების განხორციელება საინვესტიციო შესაძლებლობების კუთხით მდინარის სისტემის გაუმჯობესობის კუთხით;

• პროექტის კომპონენტი 4: დაინტერესებულ მხარეთა განათლება და გაძლიერება, პროექტში ჩართული მონაწილეობის უზრუნველყოფა  ადგილობრივ/ეროვნულ/რეგიონულ დონეებზე სტრატეგიული გეგმის (SAP-ის) შემუშავების და იმპლემენტაციის კუთხით;

•პროექტის კომპონენტი 5: მეცნიერების წილის შეტანა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონიტორინგისა და ინფორმაციის ეფექტური მართვის და ანალიზის კუთხით.