"წყლის პარკის" გახსნა

ბაქო, 2021 წლის 23 აპრილი - "წყლის პარკის" შექმნა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალ "იშერ შეჰერის," ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, UNDP-GEF მტკვარი II -ისა და აზერბაიჯანის ხელოვნების საბჭოს თანამშრომლობის შედეგია.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით "წყლის პარკი" შეიქმნა. ეს ადგილი მწვანე გარემოა, რომელიც ბაქოს გალა ეთნოგრაფიული მუზეუმის ნაკრძალის ტერიტორიაზეა.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალ "იშერ შეჰერის" დირექტორი, რიად გასიმოვი, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ვუგარ ქერიმოვი, "იშერ შეჰერის" სამუზეუმო ცენტრის დირექტორი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე ამინა მელიქოვა, მტკვარი II პროექტის რეგიონული კომუნიკაციების მენეჯერი, სონა გულიევა და დიმლომატიური მისიის წარმომადგენელი, დადაშ მამადოვი.
ხელოვნების ნიმუშები და მეტალის კონსტრუქციები აზერბაიჯანელმა არტისტემა მოხატეს - ისინი გარემოსდაცვით პროექტ აზერბაიჯანის ხელოვნების საბჭოს წევრები არიან. ყველა ნამუშევარი წყლის მიმართ გონივრულ დამოკიდებულებას ეძღვნება.
"წყლის პარკის" შექმნის მიზანია წყლის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება. იმის ჩვენებით, თუ როგორ შეიძლება ცნობიერების ამაღლება წყლის გონივრულად გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში - განათლებაში, ხელოვნებაში, დასვენების დროს და ა.შ., უფრო მეტი ადამიანის ჩართვა იქნებოდა შესაძლებელი წყლის დაცვის საქმეში.
შეღებილი მეტალის ძელები ეკოლოგიურ და დიზაინერული ელემენტის როლსაც ასრულებენ. მონაწილეებმა ნერგები დარგეს ამ მეტალის ძელებთან ერთად, რასაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარკთან ახლოს მე-18 საუკუნის წყლის ჭებიცაა.
ეჭვი არაა, რომ ეს პარკი მნიშვნელოვანი დასასვენებელი ადგილი იქნება როგორც ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ასევე ქვეყნის სტუმრებისთვის. ამასთან ერთად, ეს ადგილი მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ხალხს ცნობიერება აუმაღლოს წყლის რესურსებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.