UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

ჰკითხე ექსპერტს - ინტერვიუ აჰმედ აბუ ელსეუდთან

07 ივლ 2020

UNDP-ს ექსპერტი კლიმატის ცვლილებაზე გვესაუბრა

ბოლო დროს ბევრი იწერება იმაზე, რომ მდინარე მტკვრის აუზში გვალვაა. UNDP-ს წყლის სპეციალისტმა, აჰმედ აბუ ელსეუდმა, დღეს ამ საკითხებზე ისაუბრა.  

კითხვა: ის რასაც დღეს ვხედავთ, კლიმატის ცვლილების გავლენაა?

პასუხი: კლიმატის ცვლილება უკვე რეალობაა, რომელიც სახეზეა არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ხალხი იტანჯება მწვავე გვალვებისგან, ზოგან წყალდიდობაა. მომავლის პროგნოზი აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე უფრო ძლიერი იქნება.  ქვეყნებმა საადაპტაციო ღონისძიებებს უკვე უნდა მიმართონ, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა შერბილდეს.

კითხვა: რა იწვევს წყლის ნაკლებობას დღეს? ზოგი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სექტორი იყოს. 

პასუხი: თუ აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ახლანდელ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, სოფლის მეურნეობა ნამდვილად არ არის წყლის სექტორზე ზეგავლენის ერთადერთი განმაპირობებელი. პრობლემა გამოწვეულია ყველა მომხმარებლის მიერ. ეს ყველას პასუხისმგებლობაა და ემატება უკვე ნახსებენ კლიმატის ცვლილებას. წყლის რესურსების ნაკლებობა განპირობებულია კლიმატის ბუნებრივი ცვლილებით, გარდა ამისა , საჭიროა წყლის ყველა მომხმარებლის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორის, უკეთესი მართვა.  მაგალითად, აზერბაიჯანში წყლის მოთხოვნის 60%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაზე მოდის.  აქედან გამომდინარე, მას უნდა ენიჭებოდეს პრიორიტეტი წყლის რაციონალური მოხმარების ნებისმიერი გეგმის ან პოლიტიკის დაგეგმვისას.

კითხვა: რამდენი ხანი გაგრძელდება ეს სიტუაცია? ალბათ, მომავალში იქნება წვიმიანი ამინდებიც, რაც დაგვეხმარება პრობლემის მოგვარებაში?

პასუხი: ეს რთული საკითხია, რადგან 100%-ით რთულია იმის თქმა, რა მოხდება მომავალში, ეს ხომ კომპლექსური ბუნებრივი პროცესია. კლიმატის ცვლილების შემსწავლელ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, უარესი სცენარისთვის მზადყოფნა საუკეთესო გამოსავალია: უნდა მოვემზადოთ მწვავე გვალვებისთვის და წყალი რაციონალურად გამოვიყენოთ.  უნდა ველოდოთ გვალვების გაგრძელებას და ახლავე უნდა დავსახოთ გეგმები მათთან ბრძოლისთვის. თუ მომავალ წელს წვიმები წამოვა, ეს შეავსებს დანაკარგებს და ჩვენი დღევანდელი ძალისხმევა წყალში ჩავარდნილი არ იქნება.  ასეა თუ ისე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წყლის თითოეულ წვეთს გავუფრთხილდეთ და მისი მოხმარება ეკონომიკურად გამართლებული უნდა იყოს.

კითხვა: ვინ მოაგვარებს ამ სერიოზულ პრობლემას?  ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?

პასუხი: ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიების პასუხისმგებლობა ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს ეხება, რომლებიც წყლის რესურსების მართვაში არიან ჩართულები. ყველა მხარეში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ სამთავრობო ინსტიტუციებს, არამედ მე და შენ და საზოგადოების ყველა წევრს. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავინაწილოთ. ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი როლი ამ სიტუაციაში.  მთავრობის როლია გეგმების შემუშავება და პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ წყლის მოხმარება მინიმალურამდე შემცირდეს ყველა სექტორში, გაუმჯობესდეს წყლის განაწილება მუნიციპალურ სექტორებსა და საირიგაციო არხებში.  

მთავრობამ ასევე უნდა წაახალისოს ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა წყლის მართვის სისტემაში, ისეთების, როგორებიცაა smart ონკანი, წვეთოვანი მორწყვის სისტემა, წყლის ხელმეორედ გამოყენება და სხვა მეთოდები. უნდა ვიფიქროთ ეკონომიკურ წამახალისებლებზე, რომელიც წყლის რაციონალურად გამოყენებას უკავშირდება. მაგალითად, უნდა დავასუბსიდიროთ ფერმერების მიერ წვეთოვანი ირიგაციის გამოყენების პრაქტიკა სოფლის მეურნეობის სფეროში; ტარიფებიც შესაბამისად უნდა შევქმნათ: რაცმეტია წყლის გამოყენება, მით მეტი უნდა იყოს წყლის გადასახადი.  რაც შეეხება საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხსნათ გვალვისგან ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში წყლის რაციონალური მოხმარების მეშვეობით.

არ დავტოვოთ ონკანი მოშვებულად, თუ სახლში სადმე წყალი ჟონავს, მალევე შევაკეთოთ.  თუ ქუჩაში ვნახავთ, რომ წყალი დანიშნულების გარეშემოდის და იკარგება, შევატყობინოთ შესაბამის უწყებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ წყლისყოველი წვეთი მნიშვნელოვანია. როცა წყალს ზოგავ, უზოგავ მას საკუთარ ქვეყანასა და პლანეტას.  იცავ საკუთარ თავსაც.

მაგალითად, ჩემი აზრით, მისმა უდიდებულესობამ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რომ წყლის კომისია შექმნა, დიდი მიღწევაა. მე მგონია, რომ ამ კომისიამ წყლის მართვის საქმეში დიდი როლი უნდა ითამაშოს. ხსენებულმა კომისიამ ასევე უნდა მოაგროვოს და შეაფასოს ინფორმაცია იმაზე, თუ რომელი სექტორი რამდენ წყალს საჭიროებს ქვეყანაში.  თანამონაწილეობის პრინციპზე დაყრდნობით, ყველამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც წყლის დანაკარგები შემცირდება და გამოყენების ეფექტურობა გაიზრდება.  წესები სამინისტროებმა უნდა შემოიტანონ და თვალი მიადევნონ იმას, რომ აღსრულებაც ხდება შესაბამის სექტორებში, რომ უარყოფითი გავლენები ავიცილოთ თავიდან. 

კითხვა: რა როლი აქვთ ინდივიდებს ამაში? მოგვიწევს წყლის მოხმარების წესების და ჩვევების შეცვლა?

პასუხი: კი, ნამდვილად მოგვიწევს. წყლის გამოყენების ძველი ჩვევები უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ჩვენ წყლის ჭარბი მდგომარეობიდან, წყლის შემცირების ერაშიგადავედით.  შესაბამისად უნდა შეიცვალოს ჩვენი ქცევებიც. წყალს არ უნდა შევხედოთ, როგორც ამოუწურავ რესურსს.  უნდა გავაცნობიეროთ, რომ რესურსები შეზღუდულია და ეს შეზღუდვა ახლა უფრო ხილულია, ვიდრე ოდესმე.  

აზერბაიჯანში სიტუაცია ჯერ მართვადია, თუკი დღეიდან ყველანი ერთად ჩავერთვებით ამ შეზღუდული რესურსის დაზოგვასა და დაცვაში.ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, შეცვალონ საკუთარი ჩვევები წყალთან მიმართებით. სწავლება სკოლიდან უნდა დავიწყოთ:  წყლის დაზოგვაზე სწავლება სკოლის კურიკულუმებში უნდა ჩაისვას.  ცნობიერების ამაღლებისთვის უნდა გამოვიყენოთ მედიის ყველა საშუალება, მათ შორის, სოციალური მედია. 

ცნობიერების ამაღლების კამპანია არ უნდა იყოს შემაშინებელი: მიზანი შიშის დანერგვა არ უნდა იყოს.  ამ კამპანიის მიზანი უნდა იყოს სასარგებლო და წყლის დამზოგავი ქცევების წახალისება, ადამიანებში პასუხისმგებლიანი ქცევების გაღვივება, წყლის რაციონალური გამოყენების მაგალითის მიცემა და ყოველი წვეთის გაფრთხილება.