UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მალე: აპლიკაცია ჰიდრო-გმირები

15 ივლ 2020

წყლის დაზოგვის აპლიკაცია მოქალაქეებისთვის, რომლის საშუალებითაც ისინი წყლის გაჟონვის შესახებ შეტყობინებას შეძლებენ

თბილისი, 10 ივლისი, 2020 - წყლის დაზოგვის აპლიკაციის პირველი ვირტუალური პრეზენტაცია შედგა, რომელშიც მტკვრის აუზის ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა.

წყლის დაზოგვის ახალი აპლიკაცია აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინსიტრომ, წყლის კომპანია AZERSU-მ, არასამთავრობო ორგანიზაცია IDEA-ს გუნდისა და UNDP-GEF მტკვარი II პროექტის გუნდის წევრებმა, ერთობლივად, შექმნეს.

ამ აპლიკაციის მიზანია მოქალაქეები წაახალისოს, რომ თუ სადმე წყლის გაჟონვის შემთხვევას ნახავენ, აპლიკაციის სპეციალური გეოლოგიური ტაგების დახმარებით, პირდაპირ და დაუყოვნებლივ შეატყობინონ მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიებს, ან წყლის კომპანია AZERSU-ს. ამ აპლიკაციას საგანმანათლებლო კომპონენტიც აქვს - ის მომხმარებელს წყლის დაზოგვის შესახებ რჩევებს მიაწვდის და ოჯახების ყველაზე ახალგაზრდა წევრებს სახალისო თამაშებს შესთავაზებს.

აპლიკაცია სოციალური მედიის პლატფორმებს - ინსტაგრამს, ფეისბუქს, ტვიტერსა და ვოთსაპს - არის მიბმული და ვირტუალური რეალობის ფორმატში აჩვენებს მტკვრის შესახებ შექმნილ საინფორმაციო Kura Box ბროშურებს, რათა მომხმარებლებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ მდინარე მტკვრის შესახებ.

ამ აპლიკაციის დასრულებული ბეტა ვერსია 2020 წლის აგვისტოს ბოლოს უკვე იქნება ხელმისაწვდომი აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც.

წყლის ნაკლებობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული პრობლემაა. ხალხს უნდა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საკითხის მოგვარებაში, თუმცა, ხშირად, არ იციან, როგორ.

წყლის გაჟონვა მუნიციპალურ ერთეულებში მტკნარი წყლის დანაკარგის დიდ ნაწილს შეადგენს. რაც უფრო მალე შევატყობინებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს ამის შესახებ, მით მეტი წყალი დაიზოგება. ეს აპლიკაცია ყველას დაეხმარება, საკუთარი წვლილი შეიტანოს წყლის დაზოგვის საქმეში და გახდეს ერთგვარი ჰიდრო-გმირი.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://kura-river.org/