UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

შირვანში ჰაჯიქაბულის პატარა ტბაზე ხელოვნური ჭაობის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

02 აპრ 2021

2021 წლის 2 აპრილს, შირვანში, ხელოვნური ჭაობი ოფიციალურად გახსნეს მხარეებმა: პროექტის საკონტაქტო პირმა აზერბაიჯანში, ბატონმა ელნურ ნასიროვმა, რომელიც ასევე არის აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომელი და ბატონმა ჯეიჰუნ ქაზიმოვმა, რომელიც კომპანია Azersu JSC.-ს წარმოადგენდა.

ჰაჯიქაბულის პატარა ტბა გარშემო მცხოვრები 200 ოჯახიდან მომავალი კანალიზაციის წყლით ბინძურდებოდა. ამ სოფელს არც ერთი სანიტარული სერვისი არ ემსახურება. UNDP-GEF Kura II პროექტმა, რომელსაც მხარს უჭერს კომპანია Asercu JSC. და აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, ერთობლივად გადაწყვიტეს ეს პრობლემა და შემაცირეს ტბაში ჩამავალი დაბინძურებული წყლის მოცულობა.

UNDP-GEF Kura II პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებენ, რათა საქართველოსა და აზერბაიჯანში წყლის რესურსების მართვის სამოქმედო გეგმა შეიქმნას. 

ამ პროექტის ფარგლებში დაქირავებულ იქნა საერთაშორისო ექსპერტი, რომელმაც შექმნა ხელოვნური ჭაობის დიზაინი, რომლის ფართობია 4 500 კვადრატული მეტრი და ის ტბაში ჩამავალ კანალიზაციის წლებს გაასუფთავებს.

ხელოვნური ჭაობი ბუნებრივ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული წყლის გამწმენდი მოწყობილობაა. ეს ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში, პატარა ზომის თემებში წყლის გასაწმენდად. ეს მოწყობილიყო გააუმჯობესებს იმ წყლის ხარისხს, რომელიც ტბაში ჩაედინება და ასევე შეამცირებს ცუდ სუნს, რომელიც ახლავს საკანალიზაციო სითხეს. ის ადგილობრივი მოსახლეობისთვის სუფთა და ჯანსაღ გარემოს შექმნის. ის ბევრად უფრო იაფი მეთოდია, ვიდრე წყლის გაწმენდის ტრადიციული და ძვირიანი ტექნოლოგიები. 

ამ კონსტრუქციის აშენება 2019 წლის ბოლოს დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში დასრულდა და მას ადგილობრივი აზერბაიჯანული კომპანია ახორციელებდა. თავიდან ხელოვნური ჭაობი სატესტო რეჟიმში მუშაობდა. წყლს სინჯებს იღებდნენ წყლის შედინების და გამოდინების ადგილას, რათა შეემოწმებინათ წყლის გაწმენდის დონე. ამ ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ წყლის გამწმენდი საშუალებები 95%-ით აშორებდა ორგანულ დამაბინძურებელებს - ამონიუმებს, და 97%-ით - მიკრობიოლოგიურ ბაქტერიებს.

მონაწილეებმა შემოიარეს ჭაობის ტერიტორია, სადაც ბატონმა აჰმედ ელსეუდმა, პროექტის ტექნიკურმა მრჩეველმა, მონაწილეებს აუხსნა წყლის გაფილტვრის ეტაპები და ასევე ახსენა, რომ გაწმენდილ წყალში თევზის მოშენებაც შეიძლება და სასოფლო-სამეურნეო მიზნებით გამოყენებაც.

"ეს სადემონსტრაციო პროექტი უფრო ფართო აუდიტორიას უნდა წარვუდგინოთ, რათა ხალხს ვაჩვენოთ წყლის ბუნებრივად გაწმენდის გზები და მსგავს ადგილებში სხვანაგანაც დავნერგოთ," - თქვა ფარიდა ალაკბაროვამ, რომელიც აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომელია.

"შესულ და გამოსულ წყლების ხარისხს შორის განსხვავება იმხელაა, რომ ვაპირებთ, სხვაგანაც გამოვიყენოთ ეს მეთოდი," - აღნიშნა ბატონმა ჯეიჰუნ კაზიმოვმა კომპანია Azersu-დან.

პროექტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებდნენ თანამშრომლობას და მსგავსი პროექტების განხორციელებას, რომელიც წყლის ხარისხის დაცვას ეხება.