ტრენინგი ქალებსა და წყლის რესურსებზე საათლიში, აზერბაიჯანში

16 ოქტობერს მტკვარი II პროექტის ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის ოჯახის დაგეგმვის, ქალებსა და ბავშვების ზრუნვის სახელმწიფო კომიტეტთან ერთად, ტრენინგი ჩაატარა დედამიწაზე სუფთა წყლის რესურსებზე, სახლში მუნიციპალური წყლის მოხმარებასა და საათლში ამ ყველაფერში ქალების როლზე.
სოფლად მცხოვრები ქალები და გოგონები დიდი ძალაა კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების ბრძოლისთვის. სწორედ ამიტომ, მტკვარი II პროექტის ჯგუფმა საათლიში ქალების გაძლიერების ტრენინგ პროგრამა წამოიწყეს. ამ ტრენინგს წინ 14 ოქტომბერს, ჰაჯიგაბულში, ჩატარებული ტრენინგი უძღოდა.
ტრენინგების სერიის მიზანია ქალების მიერ წყლის გამოყენებაზე ცნობირების ამაღლება და ქალების როლის წამოწევაა საკუთარ ოჯახსა თუ თემში წყლის კონსერვაციის ადვოკატირებისთვის.
ტრენინგის დროს გაზიარებული ცოდნა ქალებს მიაწოდებს პრაქტიკულ ცოდნას და მეტ სიღრმეებს რეგიონის გარემოზე, მტკვრის აუზის წყლის რესურსებზე, ქალების როლზე წყლის რესურსების ეკონომიისა და სანიტარიის მისაღჭევად, #SDG6-ს ფარგლებში და ოჯახსა და ბაღჩაში წყლის ეკონომიურად მოხმარებაზე.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეები ჯგუფები დაიყვნენ, სადაც ადგილობრივი თემის წარმომადგენელ ქალებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი პრიორიტეტები და პრობლემები წარმოეჩინათ.
ამ ტრენინგის ფარგლებში, აზერბაიჯანის ოჯახის დაგეგმარების, ქალებსა და ბავშვებზე ზრუნვის კომიტეტის წარმომადგენლებმა ადრეულ ქორწინებაზეც ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ ოჯახის ადრე შექმნა ქალს ხელს უშლის განათლებისა და განვითარებისკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს ეკოლოგიასა და ჯანმრთელობაზე. ტრადიციების ეს მანკიერი ჯაჭვი კი კავშირშია წყლის რესურსების გონივრულ გამოყენებასთან.
ტრენინგების ეს სერია აზერბაიჯანის ოჯახის დაგეგმარების, ქალებსა და ბავშვებზე ზრუნვის კომიტეტმა ჩაატარა, ადგილობრივი მასპინძელი კი სახელმწიფოს ამავე კომიტეტის რეგიონული ცენტრი იყო საათლში. ეს მნიშვნელოვანი რეგიონული სასწავლო პლატფორმა მომავალშიც გაგრძლდება და შეეხება ქალთა გაძლიერებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, წყალზე ცნობიერების ამაღლებასა და წყლის კონსერვაციის თემებს. მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ქალების პერპსექტივებისა და გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება.