ტრენინგი თემაზე “ქალები და წყალი” ჰაჯიქაბულში

14 ოქტომბერს აზერბაიჯანის ოჯახის დაგეგმარების, ქალებსა და ბავშვებზე ზრუნვის კომიტეტმა ჰაჯიქაბულში დედამიწაზე სუფთა წყლის რესურსებზე, მუნიციპალური წყლის მოხმარებასა და ქალთა როლზე ტრენინგი ჩაატარა.
სოფელში მცხოვრების ქალის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ ქალებსა და გოგონებს დიდი წვლილი აქვთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასა და მდგრად განვითარებაში. სწორედ ამ განწყობით, პროექტის ფარგლებში, ტრენინგის პროგრამა წამოვიწყეთ ჰაჯიქაბულში, რომ ცნობიერება ავამაღლოთ იმაზე, თუ რა კავშირია ქალის შრომასა და წყლის მოხმარებაზე და რა როლი აქვთ ქალებს წყლის კინსერვაციის საქმეში, როგორც საკუთარ ოჯახებში, ასე ადგილობრივ თემში.
ტრენინგის მიზანია ქალებისთვის უნიკალური პლატფორმის შექმნა, სადაც ისინი პრაქტიკულ და სიღრმისეულ ცოდნას მიიღებენ საკუარი რეგიონის გარემოზე, განსაკუთრებით კი მტკვრის აუზის რესურსებზე, მეტ ინფორმაციას მიიღებენ სუფთა წყლისა და სანიტარიის გენდერულ ჭრილზე #SDG6 და მიიღებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს წყლის კონსერვაციაზე ოჯახსა და ბაღჩაში მუშაობის დროს. ქალები მცირე ჯგუფებად დაიყვნენ, სადაც მათ მეტი დრო და შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი მოსაზრება გამოეთქვათ წყლის მდგრარი განვითარების საქმეში.
ამ ტრენინგის ფარგლებში, აზერბაიჯანის ოჯახის დაგეგმარების, ქალებისა და ბავშვებზე ზრუნვის კომიტეტის წარმომადგენლებმა #საათლსა და #ჰაჯიქაბულში ადრეულ ქორწინებაზეც ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ ოჯახის ადრე შექმნა ქალს ხელს უშლის განათლებისა და განვითარებისკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს ეკოლოგიასა და ჯანმრთელობაზე. ტრადიციების ეს მანკიერი ჯაჭვი კი კავშირშია წყლის რესურსების გონივრულად გამოყენებასთან.
ტრენინგების ეს სერია აზერბაიჯანის ოჯახის დაგეგმარების, ქალებსა და ბავშვებზე ზრუნვის კომიტეტმა ჩაატარა, ადგილობრივი მასპინძელი კი სახელმწიფოს ამავე კომიტეტის რეგიონული ცენტრი იყო საათლსა და ჰაჯიქაბულში. ეს მნიშვნელოვანი რეგიონული სასწავლო პლატფორმა მომავალშიც გაგრძლდება და შეეხება ქალთა გაძლიერებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, წყალზე ცნობიერების ამაღლებასა და წყლის კონსერვაციაზე. ამავე დროს, მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ქალების პერპსექტივებისა და გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება.