მტკვარი II-ის პროექტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ

2017 წლის 6 ივნისს UNDP / GEF მტკვარი II პროექტის წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და ბუნერვირი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარინა მაკაროვას შეხვდნენ. მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც მტკვრის აუზის წყლის რესურსების ინტეგრირებულ მენეჯმენტს (Integrated Water Resource Management (IWRM) ეხებოდა, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ტრანსასაზღვროდ შეთანხმებული და ეროვნული გეგმების წარმატებით აღსრულებას.
შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის, მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც უკვე მომზადებული USAID-ის მიერ, “მმართველობა განვითარებისთვის” (Governance for Growth (G4G)) პროექტის ფარგლებში, 2017 წლის ივლისის შეხვედრის განსახილველ თემებზე, მათ შორის EUWI+ და UNIDO-ს მწვანე განვითარების ინიტიატივაზე, კერძო-საჯარო პარტნიორობის ნომინაციებზე, მაგალითად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობაზე, მდინარის აღდგენის გეგმებზე, მდინარის აუზის მენეჯმენტთან დაკავშირებით დასაქირავებელი საერთაშორისო ექსპერტების კანდიდატურებზე, შესაძლებლობების ზრდასა და საინფორმაციო სისტემის შექმნაზე, ეროვნული და ახალგაზრდა ექსპერტების საჭიროებაზე და სხვა აუცილებელ საკითხებზე.
შეხვედრას EUWI+-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული კოორდინატორი, ზურაბ ჯინჭარაძეც შეუერთდა და მოკლედ მიმოიხილა პროექტების კოორდინაციის საკითხები.