UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მტკვარი II პროექტისა და ტრენინგ ცენტრის გახსნა

21 აპრ 2017

UNDP – GEF მტკვარი II პროექტის ფარგლებში, თბილისში წყლის ინტეგრირებული მენეჯმენტის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა. ამ აქტივობის მიზანია პროექტის საგანმანათლებლო პოტენციალის გაძლიერება და რეგიონში წყლის მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის, სამომავლო მდგრადობისთვის საფუძვლების ჩაყრა ადამიანური რესურსების გაძლიერებით.

7 აპრილს პროექტის ოფისი გაიხსნა ბაქოშიც, რომელსაც წინ უძღოდა პირველი, გამხსნელი ვორქშოფი აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. მტკვარი II პროექტი სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს მდინარე მტკვრის აუზისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებთან და ორივე ქვეყნის შესაბამის სამინისტროებთან ერთად.  


ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართული ორივე ქვეყნის - საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა, რომლებიც ესტუმრნენ როგორც ტრენინგ ცენტრს, ასევე UNDP-ს რეგიონულ ჰაბს ბაქოში.  პროექტის მხარეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ელიან ტრენინგ ცენტრის მომავალ როლს პროექტის საგანმანათლებლო ნაწილის წარმატების საქმეში. ეს ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი იქნება, საიდანაც წყლის მენეჯმენტზე ცოდნა გავრცელდება წყლის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.