UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მტკვარი II გუნდის წევრები სტუმრად "ევრონიუს ჯორჯიაში"

04 მარ 2021

4 მარტს, განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტი მტკვარი II-ის გუნდის წევრებმა - მაკა ჯულაყიძემ და კახა ბახტაძემ, "ევრონიუს ჯორჯიას" დილის გადაცემაში ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე ისაუბრეს, რომელიც წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება

ონლაინ სასწავლო პლატფორმა სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და აზერბაჯანულად არის ხელმისაწვდომი.

ონლაინ სასწავლო პლატფორმა წყლის რაციონალურ გამოყენებას ეხება და იგი სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და აზერბაჯანულად არის ხელმისაწვდომი. ელექტრონული სასწავლო პლატფორმა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი.  მისი ელ-მისამართია http://water.envdevelopment.org/ka/home-g 

პლატფორმა გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტი მტკვარი II-ის  მხარდაჭერითა და დაფინანსებით შეიქმნა. 

ნახეთ გადაცემის ლინკი - რას ნიშნავს წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენება?