UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მტკვარი II პროექტის გუნდის შეხვედრა ჩართულ მხარეებთან თბილისსა და ბაქოში

12 მაი 2017

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, UNDP GEF მტკვარი II პროექტის გუნდს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა წყლის სექტორის წარმომადგენლებთან, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. პროექტის მთავარი ტექნიკური მრჩეველი, მერი მეთიუსი და პროექტის განვითარების მიმართულების უფროსი ექსპერტი აჰმედ აბუ ელსოდი, პროექტის თბილისის ოფისის თანაშრომლებთან ერთად, 2 მაისსა და 5 მაისს, არაერთ ექსპერტს, მრჩეველსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს შეხვდნენ, მათ შორის, მინისტრის მოადგილეს.

მათ შორის იყვნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონური განვითარებისა და ინფრასქტუქტურის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, წყლის გამანაწილებელი სახელმწიფო კომპანიები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელიც წყალთან დაკავშირებულ პროექტებს ხელმძღვანელობენ საქართველოში.  

8 მაისიდან, საქართველოში შეხვედრების წარმატებით წარმართვის შემდეგ, პროექტის ჯგუფმა აზერბაიჯანშიც გააგრძელა ვიზიტები. პროექტის უფროსი ექსპერტი და ეროვნული კოორდინატორი აზერბაიჯანში ქვეყნის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც წყლის რესურსების მენეჯმენტზე არიან პასუხისმგებელნი. საჭირო და სასარგებლო შეხვედრები შედგა მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის აზერბაიჯანის ოფისის, წყლის რესურსების სააგენტოს, გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან. მხარეებმა წყლის სექტორში მიმდინარე და დამთავრებული პროექტები განიხილეს. 

პროექტში ჩართულმა მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ  UNDP – GEF ასეთ საჭირო და სასარგებლო პროექტს აკეთებს, რომელიც ორივე ქვეყანას წაადგება. მათი თქმით,  წყლის მართვასთან დაკავშირებული დიპლომატია განვითარდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ეს დადებით წვლილს შეიტანს ტრანსასაზღვრო მდინარე მტკვრის ერთობლივ მენეჯმენტში, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.