UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

მტკვარი II პროექტის ჯგუფისა და სს “აზერსუს” წარმომადგენლების შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა

05 ივნ 2017

2017 წლის 2 ივნისს, პარასკევს, მტკვარი II-ს პროექტის წარმომადგენლები სააქციო საზოგადოება აზერსუს - აზერბაიჯანის მთავარი წყალგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შევხედრას ესწრებოდნენ კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანლები, მათ შორის, ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი აიდინ აბასოვი, ამავე დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი მაგსუდ ბაბაევი და ინჟინერი ელვირა ჰუსეინოვა, ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის და გარემოსდაცვითი მიმართულების უფროსი ზაჰიდ გასიმოვი, წყლის რესურსებისა და მილების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი რასიმ გულიევი, სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ფარდა იმანოვი, დაგეგმარებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ბაადურ კანგარლი და ამავე დეპარტამენტის ინჟინერი ფუად ჯავაზადე. 


მტკვარი II პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, მერი მეთიუსმა და პროექტის წარმომადგენელმა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მულალიმ აბდულჰასანოვმა სააქციო საზოგადეობა “აზერსუს” წარმომადგენელს პროექტი წარუდგინა და აღნიშნა, რომ მათ აქამდეც ჰქონიათ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება - UNDP - GEF-ის წინა პროექტის ფარგლებში. მან იმედი გამოთქვა, იმ უკვე არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და სიკეთეს მოუტანს კომპანიას, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. მან სიღრმისეულად განიხილა პროექტი და მისი ცალკეული კომპონენტები. 


სააქციო საზოგადეობა “აზერსუს” წარმომადგენლებმა, თავინთი მხრიდან, მადლიერება გამოხატეს კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მხარედ ჩართვისთვის. მათ პროექტის გუნდი ბაქოს ერთ-ერთ რაიონში - ჰოვსანში წაიყვანეს, სადაც კომპანიას მძლავრი ლაბორატორიული ქსელი აქვს და წყლის 84 პარამეტრის ლაბორატორიული გასინჯვა შეუძლია. 


მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში რეგულარულად იქნებოდნენ კავშირში ერთმანეთთან და შეხვდებოდნენ კიდეც ახალი ამბების გასაზიარებლად, ვინაიდან პროექტის წარმატებით განხორციელება ორივე მხარის სურვილია.