მტკვარი II პროექტის გუნდი ბაქოში EaP GREEN კონფერენციას დაესწრო

2017 წლის 25 მაისს ბაქოში UNIDO-ს პროექტისა და UNDP – GEF მტკვარი II პროექტის გუნდის წევრები ეროვნულ კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც მწვანე რესურსებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების წახალისებას ეხებოდა
ეროვნული კონფერენცია UNIDO-ს ერთ-ერთი პროექტის "რესურს-ეფექტური და მწვანე პროდუქციის" სადემონსტრაციო შეხვედრა იყო, რომელიც ნაწილია დიდი რეგიონული პროექტისა “მწვანე ეკონომიკის წახალისება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში” (EaP GREEN), რომელიც ევროკავშირის, სლოვენიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
ეს პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ეხმარება, მათ შორის, აზერბაიჯანსაც, მწვანე ეკონომიკის წასახალისებლად, - იმისთვის, რომ წარმოება მაქსიმალურად ეფექტური იყოს და ნაკლები ზიანი მიადგეს როგორც გარემოს, ასე ადამიანის ჯანმრთელობას.
კონფერენციაზეც აზერბაიჯანის EaP GREEN RECP სადემონსტრაციო პროექტის შედეგები და გამოცდილება წარადგინეს, ცნობიერების ამაღლებისა და ამ პროექტში ჩართულ მხარეებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და გააზრების მიზნით. ნახსენებ იქნა ის გამოწვევები და პრობლემები, რაც აზერბაიჯანს წინ ეღობება მწვანე ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე. გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა მოიზიდოს აზერბაიჯანმა სხვა დონორები ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. UNDP – GEF მტკვარი II პროექტის გუნდის წევრმა აჰმედ აბუ ელსოდმა ეს საკითხები კონფერენციის სხვა მონაწილეებს გაუზიარა.
კონფერენციაში მონაწილეობა განსაკუთრებით სასარგებლო იყო ახალი კავშირების გაცნობის თვალსაზრისით. საჯარო-კერძო ინიციატივის წინ წაწევის თვალსაზრისით, დაიგეგმა”Blue Business Awards-ის” დეტალებიც, და პროექტის დაბინძურების შემცირების ინიციატივის დეტალები.
პროექტის მენეჯერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დისკუსიებს და UNIDO-ს რესურსებსაც იქ გამოიყენებენ, სადაც ამის საჭიროება იქნება.