მდინარე მტკვრის აუზის დაცვის პროექტი
The UNDP - GEF Kura პროექტი "მტკვრის აუზის ტრანსსასაზღვრო წყლების რესურსების ინტეგრირებული მართვა" ხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებისა და შესაბამისი სამინისტროების: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების მონაწილეობით.
პროექტი Kura II ყურადღებას ამახვილებს სამინისტროების დონეზე მიმდინარე სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე [Strategic Action Plan (SAP)], ხელს უწყობს მის კარგად განხორციელებას, წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული გეგმის შემუშავებას და თავის წვლილს შეაქვს ტრანსასაზღვრო მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების გონივრული მართვის პროგრამის ამოქმედების საქმეში, რომელიც უკვე შეთანხმებულია ხსენებულ მთავრობებს შორის.
პროექტი ხუთ კომპონენტს მოიცავს:
- მდინარის ინსტიტუციური მართვის ლეგალური ბერკეტების შექმნა და მხარდაჭერა;
- პროფესიული განვითარება და შესაძლებლობების გაზრდა წყლის მენეჯერებისთვის სხვადასხვა სექტორში;
- სტრესისა და დატვირთვის შემცირება მდინარის აუზის კრიტიკულ ზონებში;
- დაინტერესებულ მხარეთა განათლება და გაძლიერება;
- მეცნიერების წილის შეტანა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.