UNDP-GEF Kura II: Advancing IWRM Across the Kura River Basin

პროექტის გუნდი

მერი მ. მეთიუსი - მთავარი ტექნიკური მრჩეველი და პროექტის რეგიონული კოორდინატორი

მერი მ. მეთიუსი არის UNDP-GEF მტკვარი II პროექტის ტექნიკური მრჩეველი და რეგიონული კოორდინატორი. 2001 წლიდან, მეთიუსი მუშაობდა, როგორც ანალიტიკოსი, პოლიტიკის სტრატეგი, ინსტიტუციური და სოციო-ეკონომიკური ექსპერტი, პროექტების მენეჯერი, პროექტების რეგიონული კოორდინატორი, რომელიც სხვადასხვა დროს ამ სფეროების ფარგლებში მსახურობდა აფრიკაში, აზიაში, შუა აღმოსავლეთში და კარიბიზე გაეროს განვითარების განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორების პროექტებისა და საქმიანობების ფარგლებში. 

აჰმედ აბუ ელსოდი - პროექტის განვითარების უფროსი კოორდინატორი

აჰმედს 28-წლიანი გამოცდილება აქვს გარემოსდაცვით მენეჯმენტსა და წყლის რესურსების მართვის სფეროში. 1983 წელს მან კაიროს უნივერსიტეტი დაამთავრა საინჟინრო კუთხით, შემდეგ კი გარემოსდაცვითი საინჟინრო განათლება მიიღო იუტას შტატის უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1999 წელს მან გარემოსდაცვითი ინჟინრის დიპლომი მიიღო კაიროს უნივერსიტეტიდან. 

სონა გულიევა - რეგიონული კომუნიკაციების მენეჯერი

სონას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა გაეროს განვითარების პროგრამის სხვადასხვა პროექტის საქმიანობებში. მან ბაკალავრის ხარისხი აზერბაიჯანის უცხო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო, მთარგმნელისა და თარჯიმნის სპეციალობით, ხოლო მაგისტრის ხარისხი - რუსეთის ფედერაციის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტიდან. 
 

მაია ოჩიგავა - პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი 
მაიას აქვს გარემოსდაცვით მენეჯმენტში როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო კომპანიებსა და დონორებთან მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება. მისი თანამონაწილეობით შესრულებულ სამუშაოებს შორის არის პროექტები ოზონის შრესთან, შავი ზღვისა და მდინარე მტკვრის აუზის მენეჯმენტთან, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვაზე გადაწვეტილების მიღების პროცესში.
 

ჰაჯარ ჰუსეინოვა - პროექტის რეგიონული ანალიტიკოსი

ჰაჯარი ბაქოს ADA-ს უნივერსიტეტის კასპიის ენერგეტიკისა და გარემოსდაცვით ცენტრში მკვლევრის პოზიციაზე მუშაობდა. მისი სპეციალური ცოდნა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა განახლებადი ენერგიები, წყლისა და ენერგეტიკის კავშირი, აზერბაიჯანში წყლის რესურსების პოტენციალის შესწავლა და სხვა გარემოსდაცვითი საკითხები, აზერბაიჯანის მასშტაბით.
 

ელჩინ მამადოვი - პროექტის ეროვნული კოორდინატორი აზერბაიჯანში

ელჩინმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1998 წელს დაამთავრა, ქიმიის და ბიოლოგიის სპეციალობით.  1999-2001 წლებში, დიპლომისშემდგომი განათლება გააგრძელა აზერბაიჯანის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში და სადოქტორო ხარისხი იქტიოლოგიასა და ჰიდროლოგიაში მიიღო. მან ასევე მიიღო განათლება მსოფლიო ეკონომიის მიმართულებთ, ბაქოს ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

თამარ გუგუშვილი - პროექტის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში
თამარ გუგუშვილი არის UNDP-GEF მტკვარი II პროექტის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში. მას აქვს სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება, კერძოდ კი ისეთ პროექტებში, რომლებიც ინსტიტუციურ გაძლიერებასა და პოლიტიკის განვითარებასა და სრულყოფას ეხება. 

ლანა მანჯგალაძე - პროექტის ოფიცერი საქართველოში 

ლანა თბილისში, საქართველოში, დაიბადა, შემდეგ კი, 16 წლის განმავლობაში, ცხოვრობდა სტამბულში, თურქეთში. ლანამ საშუალო განათლება სტამბულის საერთაშორისო ბრიტანულ სკოლაში მიიღო, ბაკალავრის ხარისხი კი საერთაშორისო ურთიერთობებში სტამბულის ბილგისა და პორტსმუთის უნივერსიტეტებში მიიღო, ხოლო თეზისი წარმატებით დაასრულა თემაზე: იუნესკოს როლის მსოფლიო წესრიგის დამყარებაში.

ილაჰა იბრაჰიმოვა - პროექტის ოფიცერი აზერბაიჯანში

ილაჰა იბრაჰიმოვა არის UNDP-GEF მტკვარი II პროექტის ეროვნული ოფიცერი აზერბაიჯანში. მას აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხი აქვს მიღებული. ილაჰას აქვს ადმინისტრაციულ/ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება.